დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
1762274321
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერტილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.
სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.
პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე.
შესყიდვის ბმული:
https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1762258744