„35 წლის ვარ და რაც დრო გადის, ვხვდები რა ძნელია იყო მშობელი… რომ არა დედა, ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც მაქვს…“ – ლევან საგინაშვილი დედის შესახებ საუბრობს

ჰალკი

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი „რუსთავი 2“-ის რუბრიკას „დედას“ სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ მისი მთავარი გულშემატკივარი დედაა, რომელიც მთელი ცხოვრება მისი და მისი ძმის აღზრდით იყო დაკავებული.

„დედაჩემი მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდით იყო დაკავებული, 35 წლის ვარ და რაც დრო გადის, ვხვდები რა ძნელია იყო მშობელი…

ჩემი მშობლები 18 წლის იყვნენ როდესაც დაქორწინდნენ, მთელი ცხოვრება გადადებული ჰქონდათ, რაც ძალიან დასაფასებელია…

ყველაზე ხშირად მეუბნებოდა ჭამაო, დავუჯერე და გავხდი ამხელა…

მკლავჭიდით რომ დავინტერესდი, მშობლები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ამ წამოწყებას, უფრო დიდი მარდაჭერა ბებიისგან მქონდა…

[დედა] ძალიან ემოციურია, სულ ნერვიულობს, ხშირად მწერს, ვეტყოდი, რომ ნუ ნერვიულობს ზედმეტად, ყოველთვის იფიქროს პოზიტიურად…

ერთ რომ მეტყოდნენ მშობლები, მესმოდა და ბევრი ახსნა არ მჭირდებოდა…

რომ არა დედა, დღეს ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც დღეს მაქვს, მადლობა, რომ გამაჩინე“