ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე - რა დეტალებია ცნობილი
1768567424
საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელს, თამუნა ჩხეიძეს ესაუბრა.
„2025 წელს გაზრდილია ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნები როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე დიდი ბრიტანეთიდან. ეს განაპირობა ჩვენმა პირდაპირმა ფრენებმა და პატარა მარკეტინგულმა აქტივობებმა. ეს დაეხმარა კერძო სექტორს საქმიანი ტურიზმის განვითარებაში. 2024 წელთან შედარებით 14%-ია ზრდა დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. ეს ზრდა ჩვენთვისაც ნამდვილად შესამჩნევია, რადგან თბილისის პარაგრაფი ახალი გახსნილი სასტუმროა და 2025 წელს მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა“, - განაცხადა სასტუმრო „პარაგრაფის“ წარმომადგენელმა.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.
2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).