ყალბი მართვის მოწმობა 550 ამერიკულ დოლარად - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

შსს

 ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი. გამოძიების ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბრალდებულებმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.