ავარია გონიოში - არიან გარდაცვლილები
1749906957
კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი.
მათი ნაცნობები სოციალურ ქსელში ბიჭების ფოტოებს აზიარებენ და წერენ, რომ ამის დაჯერება ძალიან უჭირთ.
„თქვენ არ იცით რა კარგი ბიჭები იყვნენ“ „ძალიან მეწყინა და დამწყდა გული“ „ხომ მპირდებოდი მალე გნახავო, ახლა რანაირად შეასრულებ პირობას სიტყვებსაც ვერ ვუყრი თავს, არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“ „ვერ ვიჯერებ“ „სამი გიორგი“... „ღმერთს მართლა კარგები მიჰყავს თავისთან ნათელში იყოს შენი ლამაზი სული გიო“
შემთხვევა 23 ივლისს მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.