„ნასვამი მირეკავდა... არაადეკვატური იყო“ - რა თქვა ნათელმხილველმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე

სალტანატი

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

დღეს, 24 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.

იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.

ის ასევე ამბობს, რომ ბიშიმბაევი, ნასვამი იყო და რაღაცებს ბოდავდა.  ქალი, სასამართლო პროცესს, ონლაინ ერთვება. 

„მთვრალი მირეკავდა და მელაპარაკებოდა ცოცხალია თუ არაო. მე ვუთხარი, რომ სასწრაფო გამოეძახა. ის ნასვამი იყო და ხმაზეც ეტყობოდა, რომ ბოდავდა. ბევრჯერ გავუმეორე, რომ სასწრაფო გამოეძახა“. 

ბიშიმბაევი, სხვა რამეს ამტკიცებს და ამბობს, რომ ნათელმხილველი მას ეუბნებოდა, რომ სალტანატი გაიღვიძებდა და მას მხოლოდ დასვენება სჭირდებოდა. 

ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.