ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მანანა გიორგობიანი სასამართლოს მოლოდინშია

გოო

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მანანა გიორგობიანი სასამართლოს მოლოდინშია.

გამოძიების ინფორმაციით, ორ ნოემბერს, ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე რამდენიმე პირთან ერთად მივიდა. მათ, მარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით ქუჩაში გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.