იტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიცია

საქართველოს ოთხი მოქალაქე რომში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულების ბინებიდან პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი.

ასევე ნაპოვნია ორი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია გახსნას ნებისმიერი საკეტი, სახელწოდებით Mickey Mouse Decoder, თითოეული 450 ევროს ღირებულების. ამოღებულია ასევე გასული წლის სექტემბერში, ოსტიაში, სახლიდან მოპარული 9x21 კალიბრის პისტოლეტი.

"დაკავებულია საქართველოს 42 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას, 3 სხვა თანამემამულესთან ერთად, ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან“,- ნათქვამია ინფომაციაში.