დააკავეს ქალი, რომელმაც დედას გული ამოჭრა იმისთვის, რომ „შეემოწმებინა ბოროტი იყო თუ არა“ (უცხოეთი)

მკვლელობა - ფლორიდა

ფლორიდაში დედის მკვლელობისთვის 58 წლის ქალი დააკავეს. დაკავების პროცესში ქალი შიშველი იყო და სახლის გარეთ დადიოდა. პოლიციამ ამოიღო ასევე ორგანო, რომელიც აღმოჩნდა, რომ ქალის დედის გული იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პოლიციამ დაიწყო სახლის თვალიერება იმისთვის, რომ ქალისთვის ტანსაცმელი მოეძებნათ, ერთ-ერთ ოთახში კი დედამისის ცხედარი აღმოაჩინეს, „მკერდის არეში დაზიანებით“.

ირლინი დედის მკვლელობისთვის ადგილზე დააკავეს.

პოლიციასთან ინტერვიუს დროს ქალმა თქვა, რომ დედამისი „ბოროტი“ იყო მის მიმართ მისი კანის ფერის გამო. მან ასევე თქვა, რომ მან დედას გული ამოჭრა, რათა „შეემოწმებინა“, - ამტკიცებს პოლიცია.

ირლინმა ასევე თქვა, რომ იგი არ ისაუბრებს თეთრკანიან ოფიცერთან. 

ოჯახის წევრების თქმით, ირლინი 2009 წელს ჰოსპიტალიზირებული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. შარშან კი დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჯანდაცვის მუშაკებს მასზე ეზრუნათ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის აპრილი მნიშვნელოვან წარმატებასა და გამართლებას ჰპირდება

ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - საქმე, რომელმაც წლების წინ თბილისი შეძრა

ორსული ქეთა თოფურია პირველ კადრებს აქვეყნებს