თელავის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს

ჰესის მშენებლობა

თელავის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს. ჰიდროელექტროსადგური „სტორი - 1“ მდინარე სტორზე მდებარეობს.

სამუშაოებზე დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი. ექსპლუატაციის ეტაპზე ჰესების მართვის პერსონალი სრულად ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება.

ოპერირების ფაზაზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება.