სოფელ ვაყაში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელი ვაყა

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყასტერიტორიაზე ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან ტაშისკარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ჩატარებული სამუშაოებიარხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად,50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული 6 პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.