როგორც მუნიციპალური, ისე ენერგოსევისები იმუშავებენ აქტიურად, რათა, მოსული უხვი ნალექის გამო, მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მოსახლეობას - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე

პლატონ კალმახელიძე

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, რეგიონში, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია.

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს შესაბამისი კომპანია.

"დილიდან, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული სამსახურები და სახელმწიფო სერვისები, გაიხსნა სკოლები და ბაღები.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება ისევ შეზღუდულია, რაზეც მუშაობს კომპანია "ელექტრო პრო". დღის განმავლობაში, როგორც მუნიციპალური, ისე ენერგოსერვისები იმუშავებენ აქტიურად, რათა, მოსული უხვი ნალექის გამო, მინიმალური დისკომფორტი შეექმნას ჩვენს მოსახლეობას.

ახმეტა-თელავი-ბაკურციხე თავისუფალია, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა შეზღუდვაა და დასაშვებია მხოლოდ მაღალი განმავლობის ავტომობილების გადაადგილება. მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როდესაც მგზავრთა უსაფრთხოება იქნება დაცული", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.