ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაგისტრალურ სარწყავ არხზე, ერთ-ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

სარწყავი არხი

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაგისტრალური არხის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 1935 მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, რაც წყლის დანაკარგს შეამცირებს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 1 556 600 ლარი შეადგინა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მორწყვა გაუმჯობესდება. ფერმერებს სტაბილურად და დროულად მიეწოდებათ სარწყავი წყალი, რაც დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე.

კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.