1750362602
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა ფოთში სამუშაო შეხვედრები გამართეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა ფოთში სამუშაო შეხვედრები გამართეს. კომიტეტის წევრები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პალიასტომის ტბაზე იმყოფებოდნენ, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა პალიასტომის ტბიდან წყლის ხარისხობრივი სინჯები აიღეს.
სააგენტოს უფროსის ელენე ღუბიანურის თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
დღესვე, კომიტეტის წევრები სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს აეროლოგიური დაკვირვების სადგურს ესტუმრნენ და სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნენ.