ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარუდგინა.
ქალაქის ბრენდ სტრატეგია მიზნად ისახავს ფოთის, როგორც შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო, თანამედროვე, ღია და ინოვაციური ქალაქის იმიჯის გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ის აერთიანებს ქალაქის ისტორიულ მემკვიდრეობას, გეოგრაფიულ მნიშვნელობასა და განვითარების ახალ ეტაპს.
„შავი ზღვის კარიბჭე, სადაც მემკვიდრეობა ხვდება ახალ შესაძლებლობებს“- ეს არის ახალი სლოგანი, რომელიც ხაზს უსვამს ქალაქის სტრატეგიულ მდებარეობას და მის როლს როგორც სატრანზიტო, ისე კულტურული მიმართულებით. ქალაქი, რომელიც არა მხოლოდ ამაყობს თავისი წარსულითა და ისტორიული მემკვიდრეობით, არამედ ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გეგმავს და ქმნის საკუთარ მომავალს.
,, ჩვენს ქალაქში არსებული გამოწვევების და ახალი შესაძლებლობების კვალდაკვალ გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტის ახალი ბრენდირების შექმნა, რომელიც ცდება მხოლოდ ვიზუალურ განახლებას — ეს არის ფოთისთვის მომავლის მკაფიო ხედვის ჩამოყალიბება. ახალი ბრენდინგით ფოთი გპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას — ქალაქს, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ უნიკალურობასთან. ჩვენ ვქმნით ქალაქს, რომელიც არა მხოლოდ ამაყობს თავისი წარსულით, არამედ ამ წარსულზე დაყრდნობით აშენებს მომავალს“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის ახალი ლოგო წარმოადგენს ქალაქის როგორც ბუნებრივი, ასევე ურბანული თავისებურებების სინთეზს. ის აერთიანებს ელემენტებს, რომლებიც ასახავენ ფოთის როგორც ზღვისპირა საპორტო ქალაქის იდენტობას, მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქალაქის ურბანულ სტრუქტურას.
ახალი ბრენდ სტრატეგია არ არის მხოლოდ ვიზუალურ განახლება, ეს არის ქალაქის ამბიცია და სურვილი, შექმნას უფრო მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებისთვის, ტურისტებისთვისა და ინვესტორებისთვის, რომ ფოთი აღიქმებოდეს, როგორც მომავლის ქალაქი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარ წარსულთან და ისტორიასთან.
გამოიწერეთ ახალი ოფიციალური გვერდი და დაელოდეთ სიახლეებს:
https://www.facebook.com/share/1AsmyDusGQ/?mibextid=wwXIfr