1749042430
VIDEO: ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემის მანიშნებელი იყოს - ექიმის გაფრთხილება

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო საფარიშვილი გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემას და რა ნიშნებით ვლინდება ის ადამიანებში:
მაპროვოცირებელ ფაქტორებია: სველი თმა, კონდიციონერთან სველი, გაოფლილი სახით ყოფნა. ასევე, ხშირად, როდესაც საქარე მინა ჩაწეულია, რომელ მხარესაც მძღოლი ზის, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ის მხარე დაზიანდეს. ასევე, მაპროვოცირებელი შეიძლება, ბავშვობის ასაკში არასწორი თანკბილვა გახდეს. ამ პრობლემებმა ძალიან მოიმატა. თუ მშობელი დროულად ვერ ატყობს, რომ ბავშვს სწორი თანკბილვა არ აქვს, შესაძლოა, აღნიშნული პათოლოგია გამოიწვიოს. სახსარი არასწორად, დატვირთვით მოძრაობს და ცვდება. ცვეთასთან ერთად, ტკივილი, ხმაურია გამოხატული, პირის გაღება შეზღუდულია, პაციენტს თავის, თვალ-ბუდის, ყურის, ნახევარი სახის ტკივილი აქვს. თუმცა, ეს ტკივილი დუნეა.