სუსში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
1766673127
რა არის და იკურნება თუ არა წარმონაქმნი კისერზე ანუ „კისრის კუზი“? ექიმი, თერაპევტი ზურაბ მიქელაძე კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ამ თემაზე საუბრობს:
„კისრის კუზი“ ეს არის ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის თავმოყრა კისრის არეში, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ქალებში მისი განვითარების მიზეზია: პოსტ მენოპაუზური პერიოდი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი და კისრის კიფოზი.
უმრავლეს შემთხვევაში ის არ იწვევს რაიმე ჯანმრთელობისთვის საშიშ ცვლილებებს, მაგრამ ქალებისთვის ეს ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემაა ვიზუალური თვალსაზრისიდან გამომდინარე. რაც შეეხება შეიძლება თუ არა მასაჟით ან ვარჯიშით აღნიშნული წარმონაქმნის მოშორება – რასაკვირველია არა, ეს შეუძლებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ პლასტიკური ოპერაციით მოიშოროთ აღნიშნული წარმონაქმნი კისრიდან, ის მაინც დროთა განმავლობაში კიდევ ერთხელ განვითარდება იმავე ადგილას“, – ამბობს ექიმი.