გაცივების ბუნებრივი წამალი გიორგი ღოღობერიძისგან

გაციება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გაცივების დროს სიმპტომების შესამსუბუქებლად ბუნებრივი ნაყენის რეცეპტს აზიარებს.

„აიღეთ ჯინჯერი, რომელიც თუთიით მდიდარია, გახეხეთ და ერთი ჩაის კოვზი მოათავსეთ ჭიქაში, დაამატეთ სამიდან ხუთამდე პიტნის ფოთოლი, და შემდეგ 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი, ეს ნაყენი გააჩერთ დაახლოებით 5-7 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. გახსოვდეთ თაფლი და ლიმონი თავიდან არ უნდა დაამატოთ, თუ თავიდან დაამატებთ, 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი თაფლსაც და ლიმონსაც თავის სასარგებლო თვისებებს დაუკარგავს. ეს ნაყენი მდიდარია ვიტამინებით და ის მოგეხმარებით გაუმკლავდეთ გაცივებისგან გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებს. “ - ამბობს ვიდეოში ექიმი.