მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
                                                                ბოლო პერიოდში, საქართველოში იმატა მუნის შემთხვევებმა და მოსახლეობაც პანიკამ მოიცვა. გთავაზობთ მოკლედ თუ რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ:
🦠მუნი - რა არის და როგორ ვებრძოლოთ?
🧫მუნი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული ზომის ტკიპა, სახელად Sarcoptes scabiei. ეს პაწაწინა პარაზიტი იჭრება კანის ზედა შრეში, აკეთებს სავალ გზებს და დებს კვერცხებს, რაც იწვევს ძლიერ ალერგიულ რეაქციას და ინტენსიურ ქავილს.
🚩ძირითადი სიმპტომები
მუნის მთავარი და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ღამით და სითბოში ძლიერდება. სხვა ტიპიური ნიშნებია:
• მუნის სავალი გზები: მცირე ზომის, თხელი, მონაცრისფრო ან წითელი, დაკლაკნილი ხაზები კანზე, რაც მდედრი ტკიპის მიერ გაკეთებული გვირაბია.
• გამონაყარი: წვრილი ბუშტუკები, კვანძები ან პაპულები, ხშირად დაწყვილებული.
• ლოკალიზაცია: გამონაყარი უმეტესად ჩნდება კანის ნაზ, თხელ უბნებზე:
• თითებს შორის ნაკეცები და ხელისგულები;
• მაჯები, იდაყვები;
• მუცლის, წელისა და დუნდულების არე;
• სარძევე ჯირკვლები და გენიტალიები.
❗️მნიშვნელოვანია: ქავილის შედეგად გაჩენილმა ნაკაწრებმა (ექსკორიაციები) შესაძლოა გამოიწვიოს კანის მეორადი ინფექციები, როგორიცაა პიოდერმია ან ფურუნკულები.
❔როგორ გადადის დაავადება?
მუნი ძალიან გადამდები დაავადებაა. ის ძირითადად ვრცელდება:
პირდაპირი კონტაქტით: დაავადებულ ადამიანთან ხანგრძლივი კანით-კანთან შეხებით (ხშირად ოჯახის წევრებს შორის ან სქესობრივი კონტაქტით).
არაპირდაპირი გზით (იშვიათად): დაინფიცირებული ტანსაცმლით, საწოლის თეთრეულით ან პირადი მოხმარების ნივთებით.
განკურნება მიიღწევა 3 პირობის დაცვით:
👉ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სქემის ზუსტი შესრულება;
👉ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის პროფილაქტიკური დამუშავება;
👉ჰიგიენური პირობების დაცვა. პირადი მოხმარების საგნებისა და საცხოვრებელი ადგილის დეზინფექცია.
მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური პირობების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.
დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მუნის კერების აღმოფხვრა, ინფექციის წყაროს სრული მკურნალობა, საკონტაქტო პირზე დაკვირვება და სადეზინფექციო ზომების განხორციელება.