4 შეცდომა, რომელსაც გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად ვუშვებთ

გასაუბრება

გასაუბრება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, რადგან მისი შედეგები განსაზღვრავს, მიიღებენ თუ არა ისინი სასურველ სამსახურს. სწორედ ამიტომ შეიძლება ადამიანებმა შეცდომები დაუშვან.

ამერიკული HR კომპანია Common Sense Solutions-ის მფლობელმა, მელანი შონგ ჰელმმა, Business Insider-თან ინტერვიუში დაასახელა ოთხი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ადამიანები ინტერვიუს დროს უშვებენ. 

მელანი შონგ ჰელმი აღიარებს, რომ წელიწადში 1000-ზე მეტ ინტერვიუს ატარებს. 

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვას სამუშაოს კანდიდატმა, გასაუბრებაზე დაგვიანებაა, თქვა მელანი შონგ ჰელმმა.

„მე არ ვითხოვ ახსნა-განმარტებებს და არც მინდა მათი მოსმენა. თუ ადამიანი ვერ ახერხებს გასაუბრებაზე დროულად გამოცხადებას, ის ვერც სამსახურში გამოცხადდება დროულად“, - თქვა მან.

მელანი შონგ ჰელმის თქმით, მეორე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ადამიანები გასაუბრების დროს უშვებენ, არის ცუდი შეფასებების მიცემა მათი ამჟამინდელი ან ყოფილი კოლეგების შესახებ. მან განმარტა, რომ ეს კანდიდატზე ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან კომპანიები ხშირად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც სხვა თანამშრომლებს კარგად ეწყობიან.

,„ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგებთან კარგად ურთიერთობა და მათთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობის შენარჩუნება“, - ხაზგასმით აღნიშნა მელანი შონგ ჰელმმა.

ის ასევე გვირჩევს, ინტერვიუს დროს არ გავუმჟღავნოთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ინფორმაცია, განსაკუთრებით პირადი ცხოვრების შესახებ. 

ადამიანური რესურსების ექსპერტის თქმით, ადამიანები საუბრის დროს უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ სამუშაო გამოცდილებით და იმით, თუ რა ხდის მათ სამუშაოსთვის შესაფერისს:

მეოთხე შეცდომა, რომელიც მელანი შონგ ჰელმმა აღნიშნა, არის ის, რომ ბევრი ადამიანი არ უგზავნის მადლობის წერილებს იმ ადამიანებს, ვინც მათთან ინტერვიუ ჩაატარა. მისი თქმით, ეს კარგ მანერებზე მიუთითებს და დაგეხმარებათ კანდიდატებისგან გამორჩევაში.

„მიუხედავად იმ პოზიციის დონისა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ, დაუთმეთ რამდენიმე წუთი თითოეულ ინტერვიუერისთვის პირადი მადლობის წერილის გაგზავნას ტექსტური შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით“, - თქვა HR ექსპერტმა.