ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
მთავრობის მეთაური იყო და ყველაზე რთულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენა, საკუთარი გუნდი გადააგდო და საქართველოს უღალატა... , - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გახარიამ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა.
„ოპოზიციური პარტიის ლიდერია და საკუთარი პარტია, ამომრჩეველი თუ ოპოზიციური სპექტრი, ელისაშვილის ამარა დატოვა და გაიქცა...
რა ვიცი, აბა, რა ჰქვია ასეთ პოლიტიკოსს, თქვენ უკეთ იცით!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.