ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ტელეკომპანია “პოსტ TV” -ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
 გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი - მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.