ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
"2017 წლიდან ვსარგებლობთ უვიზო მიმოსვლით და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქეს შერგებოდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა რადიკალური ოპოზიცია მანამდე ცდილობდა, რომ ქვეყანას უვიზო რეჟიმი არ მიეღო და შემდგომ უკვე, მერვე წელია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე უვიზო რეჟიმი ან შეჩერდეს, ან საერთოდ გაუქმდეს, რათა დაისაჯოს ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ 31 აგვისტოს მერვე ანგარიში გადაუგზავნა პარტნიორებს.
"ჩვენ, პირნათლად ვასრულებთ ყველა პირობას. თუმცა, იქნება ვინმემ ევრობიუროკრატიიდან აუხსნას ჩვენს მოქალაქეებს რა კავშირი აქვს თითოეული ჩვენთაგანის უვიზო გადაადგილებას „გამჭვირვალობის კანონთან“, „ოჯახის ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის კანონთან“. რატომ დგას ასე ეს საკითხი და რატომ გამოიყენება უვიზო რეჟიმის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის და მუქარის თუ შანტაჟის მექანიზმად ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში?! თუ ვინმეს, ჩვენს გარე პარტნიორებს, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს და დამფინანსებლებს ქვეყნის გარედან ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობა ადარდებთ - გასაგებია რატომ არის ასეთი წინააღმდეგობა. თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამის გამო ლგბტ პროპაგანდა უნდა დავუშვათ, უნდა დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მერე მათთვის შვილის აყვანის უფლება და ა. შ - ესეც გასაგებია. თუმცა, თუ ვინმე თვლის, რომ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის შეიძლება არსებობდეს ტოლობის ნიშანი უვიზო მიმოსვლა თუ ოჯახური ღირებულებები, უვიზო მიმოსვლა თუ ქრისტიანული და ქართული იდენტობა - იცოდეთ, რომ ასეთი ტოლობის ნიშანი არ არსებობს! ასეთი არჩევანი ქართველი ხალხისთვის არ არსებობს და ბუნებრივია, ქართველი ხალხი სხვა არჩევანს ვერ გააკეთებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო აპირებს ევროკავშირში წელში მოხრილი შევიდეს - ეს ასე არ იქნება! დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ოღონდ გავხდეთ ჩვენი ღირსებით, ამაყად, ჩვენი ეროვნული, ქართული, ქრისტიანული ღირებულებების და ტრადიციების შენარჩუნებით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ოჯახი ყოველთვის იქნება ქალის და კაცის ერთობა, მშობლების, შვილების ერთობა და საქართველოში არასდროს არც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება და არც „გეი-აღლუმები“ გაიმართება.
"მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენმა მტრებმაც და მეგობრებმაც, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ პრინციპულად ამ პოზიციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღირსებით, ამაყად გავხდით 2030 წელს ევროკავშირის წევრები და ასეთი ტოლობის ნიშანი და ასეთი არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. საქართველო ამ არჩევანს არ გააკეთებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთელი ეს მექანიზმი, მთელი ეს პროცესები კიდევ ერთხელ უკავშირდება ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის გეგმას. რადიკალური ოპოზიცია 4 ოქტომბერს არა არჩევნებისთვის და კიდევ ერთი დამარცხებისთვის, (რაც გარდაუვალია ქართველი ხალხის არჩევანიდან გამომდინარე), არამედ, არეულობისთვის და რევოლუციისთვის ემზადება. რატომღაც არის მცდელობა მათ შორის გარედან, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას - როგორმე სისხლით დააბრუნონ კვლავ ხელისუფლებაში, რასაც არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი არ და ვერ დაუშვებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1756832410