თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე შსს განცხადებას ავრცელებს
1752245591
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და მათ პარტნიორებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ეს ეხება აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებს.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 19 წლის საბა ჯიქიას, მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პარტიების წევრებიც. ისინი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ფაქტები პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს. ოპოზიცია კი პარლამენტზე და პოლიციაზე შტურმს მშვიდობიან აქციად ასაღებს.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, მათ მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულების სახით ერთის ავთენტურია და მას შესაბამისი ექსპერტიზები აქვს ჩატარებული.
"2025 წლის 10 ივლისს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო ერთვის სისხლის სამართლის საქმეს როგორც მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის ავთენტური და აღნიშნულს ვიდეოზე, ასევე ჩატარებულია აბიროსკოპიული ექსპერტიზაც", - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, სასამართლოს მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რის გამოც მათ მიერ მოტანილი ყველა მტკიცებულება კითხვის ნიშნებს აჩენს.
"ვის რა ეჭირა, ამის მტკიცებას მე ვერ დავიწყებ. ჩვენ რომ გქონდეს სამართლიანი სასამართლო და პროკურატურის მიმართ ნდობა, კითხვის ნიშანი არ გაგვიჩნდებოდა. რაც გადაწყვიტა სასამართლომ და პროკურატურამ და მივყვებოდით ამ საკითხს, რადგან სამართლიანია, მაგრამ დღეს კითხვის ნიშნები გვიჩნდება ამ სტრუქტურის და მათ მიერ მოტანილი ნებისმიერი მტკიცებულების მიმართ", - განაცხადა ვიკა ფილფანმა.