VIDEO: ვაშაძე იყო რაღაცა ტიპის „ცუმპუშა“ ზურა ადეშვილისთვის და ის რეფორმატორი ვერ იქნება... - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ადეიშვილისთვის გიორგი ვაშაძე იყო საჭირო კაცი, ზურა ადეიშვილს არ უყვარდა კამერებთან ურთიერთობა. პოლიტიკოსია და გუნება, ზოგს უყვარს, ზოგი იძულებულია და ურთიერთობს, ზოგს არ უყვარს და არ ჩნდება კამერებთან. ასეთი იყო ეს მინისტრი... ამიტომ ვაშაძეს იყენებდა ამისთვის, ვაშაძე იყო რაღაცა ტიპის „ცუმპუშა“ ზურა ადეშვილისთვის და ის რეფორმატორი ვერ იქნება...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.