VIDEO: „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ - ჯონდი ბაღათურია 29 აპრილის შეკრებაზე

ჯონდი ბაღათურია

29 აპრილს შეკრება კი არ უნდა იყოს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის -  ამის შესახებ  “ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს არ არის ხელისუფლების მხარდაჭერა...ხელისუფლების მხარდაჭერად შეიძლება ვინმემ აღიქვას, მაგრამ ეს არის მეორე მხრივ,  ხელისუფლების გაფრთხილება, რომ შარშანდელივით უკან არ წაიღოს ეს კანონი და უკან არ გაიწვიოს“ -  განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.