VIDEO: ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - რა ვითარებაა ადგილზე

ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.

ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.

პარლამენტის მანდატურის სამსახურმა პარტია „დროას“ ერთ-ერთი წევრი გიგა ლემონჯავა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მანდატურის სამსახური დარბაზიდან სხვა პოლიტიკოსების გაყვანასაც ცდილობენ, რომლებსაც დეპუტატის მანდატი არ აქვთ. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.