ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
მუქარა ქართველი ხალხის მისამართით - ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობს.
"საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
უმრავლესობაში შანტაჟზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი მუქარები არ მოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.
დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უვიზო რეჟიმით მოგზაურობის შესაძლებლობა შეუნარჩუნდეს.
"აქ არ არის საუბარი მარტივი უვიზო რეჟიმით ევროპაში მოგზაურობაზე, ამ სიკეთით სარგებლობს ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე.
ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი, რაც არის ქართველი ხალხის და არა "ოცნების", შეუნარჩუნდეს ხალხს და სანქციები შეეხოს "ოცნების" მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.