ვფიქრობ, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის ეს ჩანაწერი დამონტაჟებული - ნიკა მელია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე

ნიკა მელია

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იმ ფარულ ჩანაწერზე აკეთებს კომენტარს, რომელიც for.ge-მ გამოაქვეყნა და რომელშიც, სავარაუდოდ მელია ნიკა გვარამიასთან ერთად ქრისტიანობას, ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქს დასცინის. მელიას თქმით, ხელისუფლება მათ უკანონოდ უსმენს, ჩანაწერი კი ფაბრიკაციაა.

„რა თქმა უნდა, ეს ფარული ჩანაწერები არის ძალმომრეობითი ხელისუფლების ხელწერა. ჰგონიათ რომ ამით გავლენ ფონს, როდესაც უკანონოდ უსმენენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს? ვფიქრობ, ვინც ეს მოისმინა ოდნავ ყურადღებით მაინც, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის [ეს ჩანაწერი] დამონტაჟებული. ერთია, რომ უკანონოდ უსმენ და მეორე, რომ ჩეხავ მერე ამ უკანონოდ მოპოვებულ მასალას“, - აცხადებს მელია.

for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან.