„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული - გიორგი მამადაშვილი

გიორგი მამადაშვილი

დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, - ამის შესახებ „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი, გიორგი მამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  

„დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც მნიშვნელოვანი და უპირველესი პირობაა ბიზნესის განვითარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ბიზნესს და მთავრობას ერთიანი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით. კერძო სექტორის საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო მეტად სიკეთე და მეტი კეთილდღეობის საშუალება მისცეს თითოეულ მოქალაქეს.

ქვეყანას სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რათა მსოფლიოში არსებული რთული გამოწვევების ფონზე შეძლოს და განვითარდეს.

მიმაჩნია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა.

ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ჩვენ დიდი ხანია, ვდგავართ ამ გზაზე, ვიზიარებთ ღირებულებებს და ვისწრაფვით გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - ჩვენი ტრადიციებით, ღიაობით, გამჭვირვალობით და პრინციპებით“, - წერს გიორგი მამადაშვილი.