გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1763308071
უსამშობლო აგენტურის მიერ საზოგადოებაზე თავს მოხვეული მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მოატყუოს თითქოს საქართველოში რაიმე ფორმით არაბული დასახლებები შენდება, ამ ყველაფერს დაესვა მკაფიო წერტილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის კრიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, წახალისებულია ადგილობრივი მეწარმეობა და წახალისებულია ტურიზმი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ფლაგმანს.
„ის მაგალითები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო ჩვენს თვალწინ პოლიტიკური მდგენელის თვალსაზრისით, ასევე ტყუილით რომ ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ქვეყნის რუსიფიკაციასთან დაკავშირებით. ჰუალინგის კონკრეტულ დასახლებაში, თითქოს მოზღვავებული ჩინური მოსახლეობის თვალსაზრისით. არც ერთი ეს მესიჯი ბუნებრივია არ გამართლდა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.