1749757476
უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა.
შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს
1749760631