თუკი შინაარსობრივი მსჯელობის შედეგად რაიმეზე შევჯერდებით, ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ეს ვეტოს მეშვეობით აისახოს კანონის საბოლოო რედაქციაში. 2 კვირა წინ არის - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

ამ კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ თუ არ ვცდები 2 თვეა მიდის უკვე დისკუსია. ყოველდღე ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით შემოგვეყვანა საგნობრივ დისკუსიაში როგორც ოპოზიცია, ისე „ენჯეოები“ და განსაკუთრებით უცხოელი აქტორები. საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ვიღებდით ყრუ კედელს ლოზუნგებისა, სლოგანებისა და იარლიყებისა, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსჯელობის დაბლოკვა და იარლიყების მიკერება არა ევროპული, არამედ რუსული და საბჭოური სტილია.

„ამ იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები. ნაცვლად იმისა, რომ უცხოური აქტორები შემოსულიყვნენ დისკუსიაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან, ამ კანონპროექტს მიაკრეს იარლიყი, დაბლოკეს მსჯელობა და ევროპული დემოკრატიული პროცესი. ზუსტად ეს იყო რუსული სტილი, რასაც 2 თვე ვუყურებდით, როდესაც დისკუსიის შიშით მიაკრეს იარლიყი ამ კანონპროექტს. თუკი ახლა - უცხოელი აქტორი იქნება ეს, ოპოზიცია თუ ენჯეო, დათანხმდებიან, რომ იყოს შინაარსობრივი მსჯელობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუკი ჩვენ ამ შინაარსობრივი მსჯელობის შედეგად რაიმეზე შევჯერდებით, ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ეს ასახული იყოს ვეტოს მეშვეობით კანონის საბოლოო რედაქციაში. 2 კვირა წინ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.