ჯარიმა 300-დან 500 ლარამდეა - გაფრთხილება მოსახლეობას
1752524437
მმართველი გუნდი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ბრიუსელის მხრიდან დისკუსიის გააქტიურებას შანტაჟად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ეს განსაკუთრებით უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის მთავარ კრიტერიუმებს წლებია, ზედმიწევნით ასრულებს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალურ საფრთხეზე საუბრობს ოპოზიცია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ზომად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ, თუმცა შეხვედრაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლოს ეწურება.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, თუ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდება, ამაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას დაეკისრება.
"თუ "ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების, ხალხის და ევროპელი მეგობრების მოთხოვნებს და თხოვნებს, მაგალითად არ გაათავისუფლებს ციხიდან პოლიტიკურ პატიმრებს, არ შეასრულებს საზოგადოების მოთხოვნას და ამის საფუძველზე, ევროკავშირი შეგვიჩერებს ვიზალიბერალიზაციას, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.