წითელი ტერორის დროს აგენტების იარლიყის მიწებებით და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ხვრეტდნენ საქართველოს მოქალაქეებს - თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია თბილისის ქუჩებში გამოჩენილ ახალ პლაკატებს გამოეხმაურა. დამოუკიდებელი დეპუტატი პარალელებს წითელ ტერორთან ავლებს.

„როდესაც ვსაუბრობთ წითელ ტერორზე, სწორედ წითელი ტერორის დროს აგენტების იარლიყის მიწებებით და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ხვრეტდნენ საქართველოს მოქალაქეებს. სწორედ ამ გზას ადგას „ქართული ოცნება“, როდესაც აშინებს ბავშვებს, ბებიებს, დედებს, მამებს და მთლიანად ხალხს. ვერანაირი პლაკატი, ვერანაირი ბანერი ვერ შეაშინებს“, - მიიჩნევს აქუბარდია.

თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატები გამოჩნდა. „ფულზე გაყიდულები“, „ერის მტერი“, „ნაცების მფარველები“ და „დაქირავებულები“ - ამ შინაარსის პლაკატები ქალაქის სხვადასხვა უბანში დღეს დილით გააკრეს.