ცდილობენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ორთოდოქს „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა მოხდეს ამ პარტიების, თითქოს, საზოგადოების თვალში დახატონ სურათი, რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალის“ საარჩევნო ნომრების დაკარგვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს გარკვეულ სცენარზე მიუთითებს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რადიკალების და მათი პატრონების მხრიდან არის რაღაც გარკვეულ სცენარზე - ნაწილი რადიკალებისა იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ამით ცდილობენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ თვითონ ორთოდოქს „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა მოხდეს ამ პარტიების, თითქოს, საზოგადოების თვალში დახატონ სურათი, რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში 17 პარტია დარეგისტრირდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ ნომრები დაკარგეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.