„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
„ჩემს წარმომადგენლებს დღეს ისრაელთან ღაზის შესახებ ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა საჭირო პირობას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც ჩვენ ყველა მხარესთან ომის დასრულებაზე ვიმუშავებთ“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, კატარი და ეგვიპტე საბოლოო წინადადებას წარადგენენ. ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ახალ პირობებს დაჯგუფება „ჰამასიც“ დათანხმდება.