ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
საზოგადოებაში არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი და იმავდროულად ლეგიტიმური კითხვა ელჩ ჰერჩინსკის საქმიანობასთან და მის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხი ამ დრომდე ჩანს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ევროკავშირის ელჩის მხარდამჭერ წერილზე, რომელიც მან ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მიწერა.
„ვნახეთ ისიც, რომ დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან [ჰერჩინსკი] მოიცალა და შესაბამისი წერილი გაუგზავნა გასული წლის არეულობის და რევოლუციის მცდელობის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ამ აქტით გასაგებია, რომ ელჩი მხარს უჭერს ექსტრემიზმს“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გლდანის ციხეში წერილს აგზავნის. პოლიტიკური გზავნილები დიპლომატისგან მსჯავრდებულმა ზვიად ცეცხლაძემ მიიღო, რომელიც „დაფიონის“ დამფუძნებელია.