თენგიზ შარმანაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: სამწუხაროდ ევროპას საპირისპირო პოზიცია აქვს. ისინი ისევ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ჩაერიონ ქვეყნების საშინაო საქმეებში

თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“ მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

„აშშ-მ გამოაქვეყნა თავის სამოქმედო სტრატეგია, სადაც ცალსახად წერია, რომ ამერიკის პრიორიტეტი არ არის სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა. სამწუხაროდ ევროპას საპირისპირო პოზიცია აქვს. ისინი ისევ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ჩაერიონ ქვეყნების საშინაო საქმეებში.

წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საც არ ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, რადგან დღევანდელი ევრობიუროკრატია და აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ აბსოლუტური ზეგავლენის ქვეშ იყო და მათ ერთიანი პოზიცია და ნარატივი ჰქონდათ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.