1765569542
თენგიზ შარმანაშვილი: „კამიტი“ სამხედრო ხასიათის პარალიზების ეფექტის მქონე ნივთიერებაა, თუნდაც, აქედან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა
„ალდე“ ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაციაა, მაშინაც კი, როცა ჩვენი ოპონენტები ქიმიურ იარაღზე თავადაც აღარ ლაპარაკობენ და ეს თემა მილევად რეჟიმშია, რადგან ამ სისულელის გავცელების გამო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ, „ალდე“ ამას მაინც ურცხვად იმეორებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ კარგად იციან, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვისაც ეს საკითხი დააინტერესებს, მთელი დოკუმენტაცია გადაეცემა მიუხედავად იმისა, რომ გრიფით „საიდუმლო“ ადევს. „კამიტი“ სამხედრო ხასიათის პარალიზების ეფექტის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეტალურ შედეგებსაც იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედროების მიერ მის გამოყენებას აზრი არ ექნება. ამიტომ, თუნდაც, აქედან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა. საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ეჭვი ეპარებათ, ამას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, ჩამოვიდნენ და ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. ეს ყველაფერი რომ იციან და მაინც ამხელა ტყუილს ამბობენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმის მხარდამჭერები არიან და ამას თავს ვერ აარიდებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.











