„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
გგონიათ, ეს აგენტურა საუკეთესო„ ტოპტვინებით“ არის? – ნაწილი მარტივად არის ტვინასარევი, ნაწილი ალბათ დაფიქრდა, რომ „დიფ სთეითი“ მათ სასარგებლოდ არ ექაჩება, როგორც ჩანს, ფიქრობენ რამხელა ავანტიურაში შეიძლება, აღმოჩნდნენ ხვალ, ამ ყველაფრის მაჩვენებელი ხვალინდელი დღე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ხედავენ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, უნდათ, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი თუ მოხდება, თავი აარიდონ, რაც არ გამოუვათ.
„ძალადობაზე ჩვენ ვსაუბრობდით? მატყუარები არიან, როგორც ჩანს, ცოტა გამოიღვიძეს, შეეშინდათ და ემიჯნებიან იმას, თუ რაიმე გადაცდომა იქნება. მათი მიზანია, პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და რაიმე თუ იქნება, რუს ბანს გადაულოცონ. ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ისინიც არეულობას აანონსებენ. ელისაშვილის განცხადება, რომ არჩევნების მეორე დღეს თბილისის პარალიზებას მოახდენს, ჩვენი განცხადებაა? – ეტყობა, მას უსაყვედურეს, მაგრამ არა იმაზე, ასეთი აზრები როგორ აქვს, არამედ, რატომ ისაუბრა საჯაროდ. რა თქმა უნდა, არეულობის გეგმა თავში აქვთ. ეს ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ძალაა და ერთი მითითება აქვთ, როლები აქვთ გადანაწილებული. იმის გამო, რომ ხედავენ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, უნდათ, რაიმე გაუთვალისწინებელი თუ მოხდება, ამას თავი აარიდონ, რაც არ გამოუვათ. მათი მცდელობები უშედეგო იქნება, უკვე თავადაც არ სჯერათ, რომ რაიმეს იზამენ. გგონიათ, ეს აგენტურა საუკეთესო „ტოპტვინებით“ არის? – ნაწილი მარტივად არის ტვინასარევი, ნაწილი ალბათ დაფიქრდა, რომ „დიფ სთეითი“ მათ სასარგებლოდ არ ექაჩება. როგორც ჩანს, ფიქრობენ რამხელა ავანტიურაში შეიძლება, აღმოჩნდნენ ხვალ. ამ ყველაფრის მაჩვენებელი ხვალინდელი დღე იქნება. ვინც მიხვდა, რომ ასეთ სამყაროში ცხოვრება არ შეიძლება, შეეცდებიან, ამ ყველაფერს გაექცნენ, თუმცა რა სიძულვილსაც თესავენ, ამას მაინც ვერ გაექცევიან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.