2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
კობახიძის და ივანიშვილის მხრიდან თავდაჯერებამ, რომ მათ შეეძლოთ საქართველოსთვის ევროპული სტანდარტით ცხოვრების პერსპექტივა წაერთმიათ, პროტესტი გამოიწვია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები იცავენ საკუთარი, თავიანთი შვილების, დედების, მამების უკეთეს მომავალს.
„პროტესტის მთავარი განმაპირობებელია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის, იქნება ეს ოპოზიციურად, არაოპოზიციურად თუ ნეიტრალურად განწყობილი, მისწრაფება საქართველო ყოფილიყო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი. ხელისუფლება ერთი წლის წინ ღიად წავიდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. გაყალბებულ არჩევნებსაც კი არ გამოუწვევია ის, რაც გამოიწვია გაყალბებული არჩევნების შედეგმა, კობახიძის და ივანიშვილის მხრიდან თავდაჯერებამ, რომ მათ შეეძლოთ საქართველოსთვის წაერთმიათ ევროპული სტანდარტით ცხოვრების პერსპექტივა. ჩემი აზრით, ეს განაპირობებს, რომ ერთი წელია, ქართველი ხალხი სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ინტენსივობით იცავს, ერთი მხრივ, ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელიც ფუნდამენტურად ქართულია, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად დიდი გეოპოლიტიკური ქარტეხილებისა. საქართველოს ისტორია ყოველთვის იყო ევროპული და დასავლური, ქრისტიანული ისტორია, ანტიკური ელინისტური ისტორია. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეები იცავენ საკუთარი, თავიანთი შვილების, დედების, მამების, ბებიების, ბაბუების უკეთეს მომავალს. იცავენ მომავალს ღირსეული ევროპული პენსიით, ხელფასით, განათლებით, ჯანდაცვის სისტემით და ასე შემდეგ. ამისთვის იბრძვის ერთი წელია ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ამ პროტესტში დგას. ეს არის მთავარი გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.