„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
გუშინდელი შეხვედრა ტრამპის კიდევ ერთი საიმიჯო შეხვედრა იყო. ზელენსკის შექება შარვალ-კოსტუმის გამო, ევროპელი ლიდერების სიტყვიერი აბურთავება და ტრამპის თავდაჯერებული გამომეტყველება მიუთითებდა იმაზე, რომ ომის საკითხი მხოლოდ მასთან და პუტინთან გადაწყდა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომი ისტორიას დარჩება, როგორც მნიშვნელოვანი ქეისი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა ითამაშონ პოლიტიკოსებმა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ბედით.
„ტრამპის კრიტიკა, ალასკაზე პუტინისთვის წითელი ხალიჩის და ტაშის გამო ხანმოკლე აღმოჩნდა. გუშინ, ვაშინგტონში მისმა კრიტიკოსებმა რეალური ნაბიჯები იხილეს ომის დასამთავრებლად. რადგან შეხვედრა ეხებოდა უკრაინის შემდგომ უსაფრთხოებას, ესე იგი შედეგი მოლაპარაკების გზით ტერიტორიების დათმობა და საომარი ხაზის გაყინვა იქნება.
გუშინდელი შეხვედრის მიზანი ყველაზე კარგად მარკო რუბიომ განგვიცხადა, როდესაც აღნიშნა, რომ “თითოეულ მხარეს მოუწევს გარკვეული დათმობები, და აშკარაა, რომ ტერიტორია, ანუ ის, თუ სად გავა ხაზები, სადაც ომი შეჩერდება, ამ საუბრის ნაწილი იქნება“.
კონკრეტულად რა ტერიტორიები დათმო ზელენსკიმ, ასე მხიარულად რომ გამოიყურებოდა ჟურნალისტებთან, ჯერ არ ვიცით. ამას მისი და პუტინის შეხვედრის შემდეგ გავიგებთ, თუმცა ღია განცხადებებში ის საპირისპიროს ამტკიცებს. მაგრამ ფაქტია, ის დათანხმდა ტრამპს, სხვა შემთხვევაში გუშინდელი შეხვედრა არ შედგებოდა. არც ზელენსკის ევროპელი “მშობლები” წავიდოდნენ ამის წინააღმდეგ, რადგან მათ ნაკლებად ადარდებთ უკრაინის ტერიტორიები (ისევე როგორც ადარდებდათ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ). ევროპელებისთვის მთავარი საკუთარი უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ ჩაყვნენ ისინი ზელენსკის ვაშინგტონში, რომ მათ “გმირს” არაფერი ეთქვა ისეთი, უადგილო…
გუშინდელი შეხვედრა ტრამპის კიდევ ერთი საიმიჯო შეხვედრა იყო. ზელენსკის შექება შარვალ-კოსტუმის გამო, ევროპელი ლიდერების სიტყვიერი აბურთავება და ტრამპის თავდაჯერებული გამომეტყველება მიუთითებდა იმაზე, რომ ომის საკითხი მხოლოდ მასთან და პუტინთან გადაწყდა. ისინი კი, ვინს იქ ისხდნენ, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ.
“რაღაც” დივიდენდებით კმაყოფილი ზელენსკი, დასჯილი ევროპა და ნობელის პრემიისკენ ამაყად მიმავალი ტრამპი - აი, ეს ვიხილეთ გუშინ ვაშინგტონში. შემდეგი არის ზელენსკი - პუტინის შეხვედრა, სადაც წინასწარ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. კითხვები არის მხოლოდ იმის შესახებ, თუ რას დათმობენ და რას მიიღებენ მხარეები? შედეგი თუნდაც კონფლიქტის გაყინვით გადაწყდეს, ესეც რუსეთის სასარგებლოდ იქნება.
უკრაინა კი რჩება განადგურებული ობოლი ბავშვივით. ეს ომი დიდხანს დარჩება ისტორიას, როგორც მნიშვნელოვანი ქეისი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა ითამაშონ პოლიტიკოსებმა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ბედით“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.