ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
1766738755
ბათუმში, აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია - „მაგნოლია 2025“ გაიმართა. დაჯილდოების ფარგლებში, წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.
,,აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია არის ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმატებით პოზიციონირებს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ეს შედეგი მიღწეულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით. სწორედ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიური შრომით ჩვენს რეგიონს სტუმრებისთვის გამორჩეულს ხდის. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ხოლო თითოეულ მონაწილეს - ხარისხზე და სტუმართმოყვარეობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი და მიზანმიმართული შრომით ჩვენ არა მხოლოდ გავაძლიერებთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, არამედ ტურიზმს ვაქცევთ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რაც პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ჯამში 10 ნომინაციაში ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობის და შეფასების მქონე განთავსებისა და კვების ობიექტები, გიდები და ტურისტული სააგენტოები გამოვლინდნენ. ასევე, გაიმართა საპატიო ტურიზმელების დაჯილდოება და ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელების გადაცემა.
,,მაგნოლია 2025” აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მინისტრთა კაბინეტის და მთავრობის წევრები, ასევე, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.