24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
სცენაზე ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური „ენჯეოების“ სიმბიოზს, რომელიც უკვე დგანან არა გვერდიგვერდ, არამედ, ერთმანეთში არიან არეული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სიმბიოზი უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიისა, რომელიც ასევე უცხოეთიდან არის მფარველი.
„ესენი არიან ზუსტად ორგანიზატორები, მათ შორის, ესეც ხაზგასასმელია და სკანდალურია ისიც, რომ ამ აქციების მშვიდობიან ხასიათს გადაზრდიდნენ ხოლმე ძალადობრივში ზუსტად ეს „ენჯეოები“. მათი მოწოდების შედეგად გადაიზრდებოდა ხოლმე ეს აქციები ძალადობრივში. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ რადიკალური „ენჯეოების“ სცენიდან მოწოდება იყო ხოლმე, რომ მომხდარიყო ბლოკირება პარლამენტის შენობის, რაც თავისთავად კანონდარღვევაა ერთი და მეორე, ყველა კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ბლოკირებას მოჰყვებოდა ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და შესაბამისად, ინსპირაცია ძალადობრივი სცენარისა.
ვხედავდით ჩვენ შემდეგ თავდასხმას საქართველოს პარლამენტის შენობაზე, თავდასხმას პოლიციელებზე და ზუსტად „ენჯეოების“ ინსპირირებული იყო ძალადობრივი აქციები“,-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.