სპორტსმენებზე ზეწოლა მიმდინარეობს, ცდილობენ, ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ ადამიანებზე, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებენ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

სპორტსმენებზე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებზე აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს. ცდილობენ, ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ ადამიანებზე, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებენ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკური მოძრაობაა, რომლის წევრებს დღეს ევროკავშირის დროშა აქვთ შემოსხმული და ასე ცდილობენ თავიანთი ბოლშევიკური იდეების განხორციელებას.

„სპორტსმენებზე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებზე აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან იმ ადამიანებს, რომელთა აზრსაც რომელიმე სპორტსმენი, შეიძლება არ იზიარებდეს, ცდილობენ, პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ ადამიანებზე, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური მოძრაობა. არიან ადამიანები, რომლებსაც ამჟამად მოსხმული აქვთ ევროკავშირის დროშა და ევროკავშირის დროშის ქვეშ ცდილობენ განახორციელონ თავიანთი ბოლშევიკური იდეები და ჩვენ არაერთი ზეწოლა ვიხილეთ სპორტსმენებზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.