ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, ხოსე ანტონიო პერეს პრიეგოსს, შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებასა და ფოთში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების თაობაზე იმსჯელეს.
მხარეებმა ასევე ერთობლივი სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრეს. შალვა გოგოლაძის განცხადებით, სპორტის სამინისტრო საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარებას მხარს აქტიურად დაუჭერს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და ფოთის წყლის სახეობათა კომპლექსური სკოლის წარმომადგენლები.