8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
1762533554
როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ციხეში 6 ათასი პატიმარი იყო, რამდენიმე წელიწადში რაოდენობა 24 500-ამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე ვიყავით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მაშინდელი ხელისუფლების დროს, ყველა პატიმარი იყო ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი.
„არცერთ პატიმარს არ მკურნალობდნენ, მით უმეტეს ციხის გარეთ რომ ემკურნალათ, ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო. დღევანდელ ვითარებას რომ შევადაროთ, ეს არის ცა და მიწა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოპყრობის დონე, ისევე როგორც პირობები ციხეებში და პატიმრების მკურნალობა შეიძლება 2-3 ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი არ იყოს, მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზე უფრო მაღალია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.