სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი თუ რამეს ნანობენ თავისი წარსულიდან, ეს არის არა 7 ნოემბერი, არა 2011 წლის 26 მაისის დარბევა, არამედ ამას რომ ვერ ახერხებენ და ხელისუფლება რომ დათმეს, ერთადერთი ამას ნანობენ

სოზარ სუბარი

ერთადერთი, თუ რამეს ნანობენ თავისი წარსულიდან, ეს არის არა 7 ნოემბერი, არა 2011 წლის 26 მაისის დარბევა, არამედ ამას რომ ვერ ახერხებენ და ხელისუფლება რომ დათმეს, ერთადერთი ამას ნანობენ, - განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს იმავეს გაგრძელებას ცდილობენ ბულინგით, ცილისწამებით, საქართველოს მიმართ მტრული განცხადებების გაკეთებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ადამიანებს ქუჩაში, კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა, ართმევდა ქონებას. დღეს, რასაც ამას ვერ ახერხებენ, ერთადერთი თუ რამეს ნანობენ თავისი წარსულიდან, ეს არის არა 7 ნოემბერი, არა 26 მაისის დარბევა 2011 წლის, არამედ ამას რომ ვერ ახერხებენ და ხელისუფლება რომ დათმეს, ერთადერთი ამას ნანობენ. მაგრამ დღეს იმავეს გაგრძელებას ცდილობენ ბულინგით, ცილისწამებით, საქართველოს მიმართ მტრული განცხადებებითა და ლობირებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგო განცხადებები მიიღონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. არ შეცვლილა მათთვის არაფერი. როდესაც იყო საგამოძიებო კომისიის სხდომები, მათ კომენტარებში - როდესაც ისინი ამას უყურებდნენ, სწორედ ეს გამოსჭვიოდა, რომ ისინი ერთადერთ რამეს ნანობდნენ, რატომ დავთმეთ ხელისუფლება. ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და გაგვენადგურებინა ყველა ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეო“, - განაცხადა სუბარმა.