სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორს ჯეიმ შაფელბარგერს და აშშ-ის ექსპორტ-კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველს კარენ ჩეისონს შეხვდა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, აშშ-ის საზღვაო მრჩეველი და (EXBS)-ის პროგრამების უფროსი კოორდინატორი ესწრებოდნენ.მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.